თეგი: წალენჯიხის მერი

წალენჯიხის მერი: ჩემს ავტომანქანას ვიღაცამ ხელოვნურად გაუჩინა ცეცხლი - ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს

ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა ცეცხლი. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური იყო, მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა გამოიძიებენ? ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს, - ამის შესახებ წალენჯიხის მერმა, გია ხარჩილავამ განაცხადა. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დაწვეს „სავარაუდოდ, ვიღაცამ ხელოვნურად გააჩინა ცეცხლი. პოლიცია და საგამოძიებო სამსახური იყო, მოქმედებები ჩაატარეს, თუმცა გამოიძიებენ? ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს. ავტომანქანა იყო აბსოლუტურად გამართული ტექნიკურად“, - განაცხადა ხარჩილავამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს.  

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დაწვეს

გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ლელო - საქართველოსთვის" წევრი, მერის მოადგილე თამარ ბელქანია სოციალურ ქსელში ავრცელებს. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს.  "შემთხვევა ღამის დაახლოებით 4 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მანქანის ნაწილები პოლიციის შენობაშია გადატანილია", - აცხადებს ბელქანია.  

წალენჯიხის მერის კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე, შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო

წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას კუთვნილი ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. წალენჯიხის მერი: ჩემს ავტომანქანას ვიღაცამ ხელოვნურად გაუჩინა ცეცხლი - ეს ყველაფერი, გაფრთხილებას ჰგავს როგორც ცნობილია, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის ავტომანქანა უცნობმა პირებმა დაწვეს შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გია ხარჩილავას, ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და სრულად დაიწვა. გავრცელებული ინფორმაციით, გია ხარჩილავას ავტომანქანა, რომელიც სახლის წინ იდგა, უცნობმა პირებმა დაწვეს.